სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმების დაუდევრობის გამო 24 წლის ბიჭმა ორივე ხელ-ფეხი დაკარგა

შემთხვევა ესპანეთში მოხდა. 24 წლის იტალიელმა დევიდ მორანომ, რომელიც ესპანეთის ქალაქ მურსიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ექიმებს მიაკითხა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. მას მაღალი ტემპერატურა და დასუსტებული იმუნიტეტი აწუხებდა. ექიმებმა სისხლისა და შარდის ანალიზები გაუკეთეს და შედეგების მიხედვით, საეჭვო ვერაფერი დაინახეს, ამიტომ დევიდს უბრალოდ გრიპის ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს და სახლში გაუშვეს.


24 წლის მამაკაცის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ცოტა ხანში სხეულზე ჯერ ყავისფერი, ხოლო შემდგომ იისფერი ლაქები გაუჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ ტემპერატურამ 39 გრადუსამდე აიწია და პირღებინება დაეწყო. დევიდმა კვლავ მიაკითხა კლინიკას. ამჯერად ექიმებმა მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. მორანოს გამონაყარი კიდევ უფრო მოემატა და მთელი სხეული დაფარა. ინფექციამ სხვადასხვა ორგანო დააზიანა, ამიტომ საჭირო გახდა ორივე ხელისა და ფეხის ამპუტაცია.

დაავადებამდე დევიდი სპორტს აქტიურად მისდევდა. ის ყოველ დღე დარბოდა და ცურავდა, უყვარდა მზარეულობა და მეგობრების გამასპინძლება. მას ახლა იმედი აქვს, რომ ოდესმე მიეჩვევა ცხოვრების განსხვავებულ სტილს. ყველაფრის მიუხედავად, მორანო ოპტიმისტურად არის განწყობილი და საკუთარ თავს უფლებას არ აძლევს მომხდარის გამო დეპრესიაში ჩავარდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100