სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვის გატაცება ვალის დაბრუნების მიზნით - ზუგდიდში ცოლ-ქმარი დააკავეს

ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს. მეზობლების მტკიცებით, არასრულწლოვანი მათ არ გაუტაციათ, ის რამდენიმე საათით, ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახმა, რომელსაც ვალის დაბრუნება არ სურს, ამ შემთხვევით ისარგებლა და საჩივრით პროკურატურას მიმართა.

შს სამინისტროში ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. გამოძიება 144- მუხლით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100