სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად" - ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს და სასამართლოს განაჩენის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარია მოუწოდებს პროკურატურას, რომ ბოლომდე გამოიძიოს მკვლელობის საქმე და სხვა დამნაშავე პირებიც გამოავლინოს:


"უახლოეს დღეებში სახალხო დამცველის აპარატი სრულად შეისწავლის გამოძების მასალებს, თუმცა ამ ეტაპისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელოობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა ფაქტობრივად გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად, ასევე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დავით სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით. ასევე კითხვები არსებობს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებით, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაშ მიცემულ პირთა სია, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის დაფარვას" - განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100