სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზოგადოების ერთიანობა - პროკურატურიდან პარლამენტისკენ ფეხით მიმავალ აქციის მონაწილეებს ავტომობილებიდან სიგნალებით ეგებებოდნენ

დღევანდელმა აქციამ, რომელიც პროკურატურასთან იმართებოდა, მთელი საზოგადოება გააერთიანა. საღამოს 7 საათისკენ ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა ძირითადი ლოკაციიდან პარლამენტისკენ გადაინაცვლეს და მსვლელობა ფეხით მოაწყვეს. აქციის მონაწილეებს ავტომობილებიდან სიგნალებით უერთდებოდნენ და ამხნევებდნენ მოქალაქეები.


შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ დღეს გამოიტანა განაჩენი, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა და გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას თანადგომა უამრავმა ადამიანმა გამოუხატა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100