სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთაველზე მიმდინარე აქციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეუერთდა, რომელიც იძულებული გახდა მალევე დაეტოვებინა ტერიტორია

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოჩნდა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა. პრემიერ-მინისტრს ბოთლებიც ესროლეს და შეძახილების ფონზე იძლებული გახადეს, მალევე დაეტოვებინა ტერიტორია. ამის შემდეგ კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი დანიშნა, რომელზეც განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოძიების მსვლელობაში ჩაერთვება.


"ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.
ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ არ პროცესს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100