სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ბრალდების მხარე არ ეთანხმება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

პროკურატურის განცხადებას დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი პირების გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

სასამართლომ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს 10 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს 9 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ბრალდების მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ განაჩენს როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100