დედა სიდონია აქციას ეხმაურება: თვით მაცხოვრის მოწაფეებში აღმოჩნდა სხვა ინტერესების მქონე და რა, დააკლო რამე გამოხსნის იდეას?

დედა სიდონია თბილისის ცენტრში გამართულ ფართომასშტაბიან აქციას ეხმაურება:

აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო გუშინდელ აქციაზე, რაც ვნახე!

აბსოლუტურად აპოლიტიკური უმრავლესობა, რომლებიც მეუბნებოდნენ რომ, უსამართლობის განცდამ მოიყვანა იქ.

რა თქმა უნდა ბევრი შეეცდება გამოიყენოს სიტუაცია, მაგრამ ამ აქტივობის პოლიტიკურად შერაცხვა - კიდევ ერთი უგულისხმობაა.

P.S. ვინც ასე ფიქრობს, ალტერნატივა შესთავაზონ ბატონ ზაზას“- წერს მონაზონი ფეისბუქზე.

დედა სიდონია მეორე სტატუსსაც აქვეყნებს:

ანუ რა გამოდის, თუ ნებისმიერი პროტესტი გამოხატულებას დავარქმევთ პოლიტიკურ დაკვეთას, ამით დავკარგავთ გამოხატვის და პროტესტის უფლებას. რადგან ნებისმიერ გამოხაუტულებაზე გეტყვიან- შენ ის ხარ, შენ ის ხარ...
მინარევები ყოველთვის ყველაფერს ექნება,
თვით მაცხოვრის მოწაფეებში აღმოჩნდა სხვა ინტერესების მქონე და რა, დააკლო რამე გამოხსნის იდეას?

კომენტარი