პარლამენტის წინ აქციაზე ბარბარე რაფალიანცის დედა მივიდა

პარლამენტის წინ აქციას შეუერთდა ბარბარე რაფალიანცის დედა.

ბარბარე რაფალიანცის დედამ პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

მე ექვსი წელი ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში. დღემდე ვეძებ მე ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ტყუილად. შედეს ჩვენი საქმეები თაროებზე და სულ აღარ აინტერესებთ,“ - განაცხადა რაფალიანცის დედამ.

პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამაც.

თქვენ ხედავთ, რომ სისტემის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი,“ - ეს განცხადება ზვიად კუპრავამ აქციაზე გააკეთა.

კომენტარი