სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: გადაიხიეთ თქვენი ორ-ორი დიპლომი, დაუოკებელი ეგო და ტრაკში პერო - ზაზა სარალიძეა კაცი, ნამდვილი და მართალი

ნიკა გვარამიას მორიგი პოსტი, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

გადაიხიეთ თქვენი ორ-ორი დიპლომი, დაუოკებელი ეგო და ტრაკში პერო - ზაზა სარალიძეა კაცი, ნამდვილი და მართალი. თქვენ - ოდენ პრეტენზიულ-ამბიციური ფუყე თავთავები და ყველა დროის ყველა სისტემის "პრიჟივალკები" და "ნახლებნიკები".


ps 2003 წელს ფბ რომ გვქონოდა, რამდენი დაგმობდა ვარდების რევოლუციას, წარმომიდგენია, კი არა და - აგერ ვხედავ აბსოლუტური სიზუსტით. უბრალოდ, მერე, როგორც კლასიკური პროჭები და კონფორმისტები, გამარჯვებულის მხარეს დადგნენ და ზოგი თანამდებობაზეც გაერჭო. ცუდია, რომ ფბ მაშინ არ იყო, თორემ გადმოღვრიდნენ "შევარდნაძესვაცადოთ" "ნაცებიგიჟები" "მეაპოლიტიკურივარ" "დაანებეთშვილმოკლულმამას" ნარატივებს და მაშინვე ჩაირეცხებოდნენ და დღეს შუაში კი არ იტივდივებდნენ ინტერნალიზებული ფარული ქოცებივით, პირდაპირ და ღიად რევანშისტი ქოცები იქნებოდნენ და იდგებოდნენ ახლა ვაკეში (ახლა რომ ვითომ დასცინიან, იმ აქციაზე).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100