სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მეტროსადგურები დაკეტილია - მემანქანეების გაფიცვა და პარალიზებული ქალაქი

მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დილიდან დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ:


„მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“

შეგახსენებთ, რომ მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

მეტროსადგურების მუშაობის შეზღუდვის გამო ქალაქში გადაადგილება გართულებულია. მოქალაქეები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა გადატვირთულობის გამო, ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100