სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია ჩაქვში - შემოვლით გზაზე ტრაილერი ფერდობიდან გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩაქვში. შემოვლით გზაზე გადაადგილებისას ავტომანქანა ფერდობიდან გადავარდა.
დაშავებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100