სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველ მასწავლებლებზე გალის აფხაზური ადმინისტრაცია საშვებს აღარ გასცემს

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს, ზუგდიდიდან გალის რაიონის სკოლებში სამუშაოდ მიმავალი რამდენიმე მასწავლებელი სპეციალურად გაცემული მოწმობით კვეთს. განუცხადა livepress.ge-ს მასწავლებელმა, რომელიც სოფელ ოტობაიას სკოლაში პრაქტიკულად ყოველდღე დადის. მისივე ცნობით, ამ მოწმობებს მათ გალის რაიონის განათლების განყოფილება აძლევს. თუმცა, როგორც პედაგოგი ამბობს, სპეციალური მოწმობით გადაადგილება საზღვარზე, მხოლოდ იმიტომ დაუშვეს, რომ გალის რაიონის სკოლებში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. მასწავლებლის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე ყოველდღიურად გადაადგილდებიან ის მოსწავლეებიც, რომლებიც გალის რაიონიდან ზუგდიდში გადადიან სასწავლებლად და პირიქით. მოზარდებს მოსწავლის დამადასტურებელი მოწმობები გააჩნიათ. პედაგოგი აღნიშნავს, რომ გალის რაიონში მცხოვრებ მასწავლებლებს ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვის უფლება მხოლოდ ე.წ. საშვებით აქვთ, რომლის გაცემა გალში 30 აგვისტოდან შეიზღუდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100