სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხე ჯერ ავტოფარეხს დაეცა, შემდეგ კი ორ ავტომანქანას - ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგი ვარკეთილში

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ვარკეთილის ზემო პლატოზე, მესამე მასივში, მე-40-ე კორპუსის წინ დიდი ზომის ნაძვის ხე მოგლიჯა.

ხე ავტომობილებს და ავტოფარეხს დაეცა.

მთლიანად არის დანგრეული ავტოფარეხი. ნაწილობრივ კი დაზიანდა ორი ავტომანქანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100