სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ტრაგედია დაგვატყდებოდა თავს და ქალიშვილს დავკარგავდით" - ცნობილი მოთხილამურის წლინახევრის შვილი აუზში დაიხრჩო

ცნობილი ამერიკელი მოთხილამურის ბოდე მილერის ერთი წლის ქალიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა აუზში დაიხრჩო. ამ ტრაგედიის შესახებ თავად სპორტსმენმა დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე:


"ჩვენი გოგონა ემი გუშინ გარდაიცვალა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ტრაგედია დაგვატყდებოდა თავს და ქალიშვილს დავკარგავდით. მისი სიყვარული, სითბო და სინათლე არასდროს მიეცემა დავიწყებას. ჩვენს პატარას ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ყოველ დღე ამ სიყვარულით ცხოვრობდა. ჩემი ოჯახის სახელით გთხოვთ, რომ გაიზიაროთ ჩვენი მწუხარება" - წერს ბოდე სოციალურ ქსელში.

გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ემი 2016 წლის 5 ნოემბერს შეეძინა ბოდესა და მის მეუღლეს და ის ოჯახში მეოთხე შვილი იყო.

A post shared by Bode Miller (@millerbode) on

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100