პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე ეხება გუშინ, 12 ივნისს გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს მოქალაქე, რომელმაც თბილისში მიმდინარე აქციის დროს ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს თემურ აბაზოვს აგინა, როგორ აიძულებენ სახეზე შარდი წაისვას.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მესამე პრიმა მუხლის მიხედვით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

კომენტარი