სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - გარდაცვლილს ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული

მკვლელობა მოხდა თბილისში რამდენიმე საათის წინ. 34 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების დროს დაზიანებები მასაც აქვს მიღებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100