სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უკანა მანქანიდანაც ბიჭმა გადმოყო თავი -"ვა კვირიკო?" შემოგვხედა, ხელი აგვიწია და აუყვა აღმართს; თავისი ხელით ლიკა ქავჟარაძისთვის ნაყიდი თეთრი კალებისთვისაც ვცემ პატივს"

სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი მოქალაქის თეა შაყულაშვილის პოსტი აქ უკვე ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზე, რომელსაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რისთვის ვცემდი პატივს და... ჩემების საფლავიდან ვბრუნდებოდი, შაბათი დღე, გადაჭედილი საბურთალოს სასაფლაოს აღმართის დასაწყისი, გამორბის ვიღაც გაათავისუფლეთ გზაო და ამ დროს გადმოდის კვირიკა მანქანდან. მოიცა, მოიცაო, დატოვა პირდაღებული და ამოუყვა აღმართს ფეხით. რომ ჩამომიარა "ჯიგარი ხარ" -მეთქი ვუთხარი და უკანა მანქანიდანაც ბიჭმა გადმოყო თავი "ვა კვირიკო?" (მაშინ ალბათ სულ 2 თვის დანიშნული იყო). შემოგვხედა, ხელი აგვიწია და აუყვა აღმართს. ქუჩის კუთხეში, თავისი ხელით ლიკა ქავჟარაძისთვის ნაყიდი თეთრი კალებისთვისაც ვცემ პატივს და იმისთვისაც, პატარა, მეტიჩარა გოგოს რომ ართობდა და ერთობოდა...

ოთხი კარგი შვილისთვის, რომელიც ამ პოლარიზებულ საზოგადოებაში თვალში არავის მოხვედრია, მეუღლისთვის - რომელსაც უსაქმურობისგან, უცებ "მერსედენს ბენცის" მოდის კვირეულის ან "მის საქართველოს" ორგანიზატორად რომ არ მოგგვლენია, გია ჯაჯანიძის შოუში არ დამჯდარა და მუსიკალურ ჟიურიში არ უტკვარცალია.

ადამიანი "წვრილმნებში" ვლინდება და ყველა თანამდებობის "კეთილებიც", რომელიც ადამიანს აფიქრებინებს, რომ მისი გულისთვის ასი მანქანა უნდა "სადმე შეძვრეს", ან სულაც აორთქლდეს, რომ ხუთასლარიანი გვირგვინი "პადჩინიონიმ" ყველაზე "პერო" მაღაზიაში უნდა შეუკვეთოს და ლოგოც კარგად უნდა ეტყობოდეს...

ხოდა ამდენი წელი, ამ გაზულუქებულ, ხამ, "უნახავნა რა ნახა" თანამდებობის პირების შემხედვარეს მომწონდა და პატივს ვცემდი კარგი ოჯახის შვილს, კარგი ოჯახის მამას, კარგ პირველ ექსპერიმენტალელს, კომაროველს და ჩემს პრემიერსწარმატებები გიორგის”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100