სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ მფარველობს მოსეშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლებში მონაწილეებს - რატომ არ აკავებს ეჭვმიტანილებს გახარია?

ორი დღის წინ თბილისში, სროლა იყო მოსეშვილის ქუჩაზე. ორი ავტომანქანიდან პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთს.

დღე იყო, ბავშვები გვყავდა გამოყვანილი ქუჩაში და ვასეირნებდით, უცებ ორი მანქანიდან გადმოვარდნენ მამაკაცები და ატყდა სროლა, ვინც იქ ვიყავით უფროსები, ყველანი ბავშვებს გადავეფარეთ, საშინელება ხდებოდა, მერე ჩასხდნენ მანქანებში და წავიდნენ“, - აცხადებს დრონი.ჯი-სთან საუბარში თვითმხილველი.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა - ამის შესახებ შსს- იმ დღესვე გაავრცელა ინფორმაცია.

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ დრონი.ჯი დაინტერესდა თუ რა ეტაპზეა გამოძიება და დაკავებულია თუ არა, რომელიმე ეჭვმიტანილი.

შსს- ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს იტყვიან და ამ დროისთის მოკვლევა მიმდინარეობს.

დრონი.ჯი- კი სანდო წყარომ აცნობა, რომ გამოძიებას იმ მანქანების სერიული ნომრები აქვს, საიდანაც გასროლა მოხდა, ასევე იციან იმ პირების ვინაობაც, ვინც ამ გარჩევაში მონაწილეობდა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

სანდო წყარო ჩევნთან საუბარში იმასაც დასძენს, რომ მოსეშვილზე სროლისას მონაწილე პირებიდან ერთ-ერთიქართული ოცნებისდეპუტატის ოჯახის წევრი, ხოლო მეორე მოქმედი მთავრობის წარმომადგენელის ნათესავია.

ისმის კითხვა - რას ელოდება გამოძიება და აჭიანურებენ თუ არა ხელოვნურად სროლაში მონაწილე პირების დაკავებას?


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100