სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა, რომელმაც 4 წლის ბავშვი მოკლა, პოლიციის განყოფილებასთან ცხედარი თავად მიიტანა

არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი და 4 წლის ბავშვის დედა უცხოეთის მოქალაქეები არიან, ისინი საქართველოში თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის დედა თურქეთში იმყოფებოდა, როდესაც შვილი მოუკლეს.
ამასთან, სახლის მეპატრონე, რომელსაც უზბეკეთის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ჰქონდა მიქირავებული, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებისგან შეიტყო. სხვა დეტალებზე სახლის მეპატრონე არ საუბრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100