სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ წუთებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კორპუსი იწვის - ადგილზე 4 სახანძროა მობილიზებული და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კორპუსი იწვის. კორპუსის ქვემოთ „სახინკლეა“.

როგორც დრონი.ჯი-ს ადგილობრივმა მკვიდრმა განუცხადა, ცეცხლი მთელ ფართობზეა მოდებული. ამ წუთებში, ადგილზე 4 სახანძროა მობილიზებული და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ასევე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადებიც არიან მისულები.

გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, შედარებით შორიდან არის გადაღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100