სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოავარია ფოთში მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 28 წლის ქალი

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა კოკაიას ხეივანში ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია 28 წლის ქალი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100