სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ზაზა სარალიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

12 საათამდე დრო აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის.

მიზეზები არ გამოელია ადმინისტრაციას.

ფილმი მოიცავს ხორავას ქუჩის ტრაგედიის აღწერას.

ვიღაც ვიღაცეებს არ აწყობს საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

მივმართავ საზოგადოებას!

ვფიქრობ ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს თუ რა მოხდა რეალურად 2017 წლის 1 დეკემბერს.

თუ დღეს ღამის 12 საათამდე ფილმი არ გაუშვეს ესეიგი საერთოდ არ გაუშვებენ და მჭირდება თქვენი დახმარება რათა ვაიძულოთ ამ ფილმის გაშვება.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ტრაგედია და მხარს გვიჭერს უსამართლობასთან ბრძოლაში“ - წერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100