სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 წლის ლუკა ანდოლინი გარდაიცვალა, მისი ძმა კი ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის - აი, რას ამბობენ ალადაშვილის კლინიკაში 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობაზე

ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის მომენტიდან არ შეცვლილა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჩატარდა ყველა წინასწარი გამოკვლევა. პაციენტი შემოყვანილია დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, თუ რა ნივთიერებით მოხდა მისი მოწამვლა, ამას ტოქსიკოლოგიური ანალიზი სჭირდება, რომლის ჩატარება კლინიკური კვლევისთვის მიუღწევადია.

ალადაშვილის კლინიკაში გუშინ, 15:22 საათზე საცხოვრებელი ბინიდან დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით ორი ახალგაზრდა, 22 და 23 წლის ძმები გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო, მეორე კი ლუკა ანდოლინი უკვე გარდაცვლილი. არაოფიციალური ინფორმაციით გარდაცვალება გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებამ გამოიწვია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100