სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ჰოკეისტების თითქმის მთელი გუნდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

სამგზავრო იაკ-42 ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, მინიმუმ, 42 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იაროსლავლის აეროპორტიდან აფრენისთანავე ჩამოვარდნილ და დამსხვრეულ თვითმფრინავში ეკიპაჟის წევრებთან ერთად იაროსლავლის ჰოკეისტთა მთელი გუნდი და მწვრთნელები ისხდნენ. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. კატასტროფის ადგილზე მისულ მაშველებს მხოლოდ ორი ადამიანი დახვდათ ცოცხალი და ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადაჩენილთაგან ერთი ჰოკეისტია.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავმა 5.000 მეტრის სიმაღლეს მიაღწია, მერე კი ეკიპაჟმა მართვა დაკარგა და საჰაერო ხომალდმა ვარდნა დაიწყო. მანამდე თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან გაქრა. თვითმფრინავის ნარჩენები აეროპორტიდან 4 კმ-ის დაშორებით, ვოლგის შენაკადთან იპოვეს. იგი წყალში ცხვირით იყო ჩავარდნილი. არ გამორიცხავენ, რომ ბოლო წამებში პილოტები თვითმფრინავით ავარიულად დაშვებას სწორედ მდინარეზე გეგმავდნენ.

იაროსლავლის „ლოკომოტივის“ ჰოკეისტთა გუნდი კიევში, ახალი სეზონის პირველი მატჩის ჩასატარებლად მიფრინავდა და ხვალ კიევის „დინამოს“ უნდა შეხვედროდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100