სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია თელავში - ალაზანში ავტომობილი გადავარდა, მძიმედ დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი

თელავში ავარიის შედეგად 5 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. შემთხვევა ნაფარეულის გზაზე მოხდა.
„ტოიტას“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. მანქანაში მყოფი მგზავრები მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100