სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

თელავში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ ყარაჯალასთან ერთმანეთს "ოპელის" და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.


თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად „ოპელის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი ორი მგზარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები. მომხარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100