სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას წერს ანრი გუჩმანიძე „იქს-ფაქტორში“ გამარჯვების შემდეგ

აი, რას წერს ანრი გუჩმანიძე „იქს-ფაქტორში“ გამარჯვების შემდეგ:

„არვიცი რა დავწერო, რა სიტყვებით მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ.. საოცრება გადავიტანე.. არვიცი ამას რა ქვია.. სიზმარში მეგონა თავიდან თავი.. მადლობა, მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას ერთი ზარისთვის, თბილი სიტყვებისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობაისევ ემოციების ქვეშ ვარ, ისევ არარეალობა მგონია.. ძალიან დიდი მადლობაარაც შეეხება ჩემს Tamta და Giorgi ესენი არიან საოცარი ადამიანები გარდა სიმღერისა და ხელოვნებისა.. დარწმუნებული ვარ რომ როგორც მე გამიხარდა ისე გაუხარდათ ათაც.. მეც როგორც ჩემი გამრაჯვება გამიხარდა და შოკირებული ვარ ასევე ვიქნებოდი მათი გამარჯვებით გახარებულიმადლობა ჩემს მენტორს Anri რომელიც მთელი გულით მგულშემატკივრობდა და მარიგებდა როგორ მეგრძნო თავი თავისუფლად და მემღერა მთელი გულით ხალხისთვის. ძალიან დიდი მადლობა საოცარ ადამიანებს - Manana და Sopho ჩვენი ატანისთვის და ყოველი გაკვეთილისთვის.. მადლობა იმედის და იქს ფაქტორის მთლიან გუნდს.. ადამიანებს რომლებიც ათენებენ ღამეებს, უძილოები არიან იმისთვის რომ ხალხმა ისიამოვნოს ტელევიზორებთანსასწაული იყო პირველი დღიდან ბოლომდე და ამაყები უნდა იყოთ რომ ეს თქვენი დამსახურებაა.. მადლობა - გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს, ორ საოცარ ადამიანს რომლებიც მთავარი გმირები არიან და ქმნიან მთელ ამ შოუს თავიდან ბოლომდე უშეცდომოდ.. ყველანი ძალიან მაგრები ხართ, რადგან არამხოლოდ პროფესიონალები, არამედ ადამიანები ხართ! მმიყვარხართ“- წერს პროექტის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ „იქს-ფაქტორის“ ფინალი გუშინ საღამოს გაიმართა და ხმათა უმრავლესობით პროექტის გამარჯვებული ანრი გუჩმანიძე გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100