სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონია

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო. ფრანგებმა ფინალში ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ფრანგებმა 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ საფრანგეთმა კვლავ 2 გოლი გაიტანა, სანაცვლოდ კი ერთი მიიღო და საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი 1998 წლის შემდეგ მეორედ გახდა. რაც შეეხება ხორვატიას, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წელს პირველად ითამაშეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100