სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოსალოდნელია თირკმელების გათიშვა, დრო თითქმის აღარ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ თქვენი გულისხმიერების და თანადგომის იმედი"

ანდრია თირკმლის იშვიათი დაავადებით, ნეფროზული სინდრომით დაიბადა. დაბადებიდან კლინიკაშია, მაგრამ მას საქართველოში საჭირო ანალიზებსაც ვერ უკეთებენ. ანდრია ჯერ მხოლოდ 1 თვისაა, მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, ერთადერთი გამოსავალი ბავშვის სასწრაფოდ საზღვარგარეთ გაყვანაა, "გენეტიკური კვლევისა და თირკმლის ბიოფსიის გარეშე რომელიც პაციენტის ასაკიდან გამომდინარე საქართველოში არ კეთდება, პაციენტის მართვა რთულია" - ეს ჩანაწერი გააკეთა მკურნალმა ექიმმა ანდრიას ისტორიაში.

დაგვიანების შემთხვევაში მოსალოდნელია თირკმელების გათიშვა. დრო თითქმის აღარ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ თქვენი გულისხმიერების და თანადგომის იმედი, რადგან ამ ერთი თვის განმავლობაში ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა, ჩვენი ფონდი კი ვერ ახერხებს მის დახმარებას დიაგნოზიდან გამომდინარე, გთხოვთ, ანდრიას სიცოცხლისათვის, გულთან მიიტანეთ მისი ახალგაზრდა მშობლების ვედრება და თუნდაც 1 ლარით დაეხმარეთ პატარას, ჩვენ ხომ არაერთი სიცოცხლე გადაგვირჩენია ერთად თითო ლარით, იყოს ანდრია ჩვენი შემდეგი გადარჩენილი სიცოცხლე!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანდრიას დედის ანგარიშზე ლიბერთი ბანკში GE29LB0711161861302000 მიმღები: ნინო გეგეჭკორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100