სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი ოთხი პირიდან ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

ბათუმში 4 ადამიანი დაჭრეს. დაჭრილი 4 პირიდან ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ისინი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 4 პირს: 2000 წელს დაბადებულ .-, 2000 წელს დაბადებულ ..-, 1998 წელს დაბადებულ ..- და 1997 წელს დაბადებულ ..-. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
სამართალდამცველებმა .. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული .. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100