ნიუ–იორკში ტერაქტებს არ გამორიცხავენ და სრულ მზადყოფნაში არიან

ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ქალაქის ძალოვანი სტრუქტურები მომეტებულ მზადყოფნაშია მოყვანილი ოპერატიული, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად იგეგმება ტერაქტი. იგი უნდა დაამთხვიონ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან მე-10 წლისთავს. იგივე პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა ნიუ-იორკის პოლიციის ხელმძღვანელი რეი ქელი, რომელმაც განაცხადა, რომ მთელი ნიუ-იორკის პერიმეტრში ავტომობილების შემოწმების მიზნით გაიხსნება საკონტროლო-გამშვები პუნქტები. განსაკუთრებული ზომები გატარდება ქალაქის მეტრო სისტემაში. მთელს ქალაქშ განალაგებენ სპეც-აპარატურას, რომელიც რადიაციის საშიშროებას გააკონტროლებს. პოლიცია განსაკუთრებულ კონტროლს დააწესებს გვირაბებზდე, ხიდებზე და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებზე.

კომენტარი