სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კაპანაძე: ჩვენ საქართველოში 2008 წლის აგვისტო ტრაგედია და მოუშუშებელი იარაა, მათ საქართველოში - "პრავოკაციაზე წამოგება"

"ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

1. ჩვენ საქართველოში რუსეთი ოკუპანტია, მათ საქართველოში - რომ ვერ წარმოიდგენ მეზობელს რამეს დაუშავებს, ის ქვეყანა.
2.
ჩვენ საქართველოში ომი და მტრობა დაიწყო ოკუპანტმა, მათ საქართველოში - საქართველომ.
3.
ჩვენ საქართველოში 2008 წლის აგვისტო ტრაგედია და მოუშუშებელი იარაა, მათ საქართველოში - "პრავოკაციაზე წამოგება".
4.
ჩვენ საქართველოში ანწუხელიძეები და რომელაშვილები გმირები არიან, მათ საქართველოში კი გმირი "ის ღმერთკაცია", დღეში რომ ასი მადლობა უნდა გადაუხადო.
5.
ჩვენ საქართველოში გვახსოვს აგვისტო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, მათ საქართველოში ახსოვთ "9 წელი".
6.
ჩვენ საქართველოში ტატუნაშვილი წამებით მოკლეს, მათ საქართველოში - "გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა".
7.
ჩვენ საქართველოში რეინჯერები "შინდისის გმირები" არიან, მათ საქართველოში - ბათინკების ქურდებად აქციეს.
8.
ჩვენ საქართველოში რუსეთის ჯაშუშები სხედან ციხეში, მათ საქართველოში - თავდაცვაში და ტენდერებში.
9.
ჩვენ საქართველოში სალომე ზურაბიშვილობა ტეხავს, მათ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილობა ასწორებს...
10.
ჩვენ საქართველოში, ჩემი საქართველო აქ არის, მათ საქართველოში - იქ, დენდროპარკში...
P.S: “
დიდება გმირებს,
ვინაც სამშობლოს თავი შესწირა,
და ამით გვიხსნეს.
და ამით გვიხსნეს დაცემულები"...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100