სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი მოქალაქეს დაეჯახა, რის შემდეგაც ავარიისას 9 ავტომობილი დაზიანდა

სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი მოქალაქეს დაეჯახა, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომობილის უკან მოძრავი რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შსს-ს განცხადებით სულ დაზიანებულია 9 ავტომობილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მანქანებს შორის ორი სამგზავრო მიკროავტობუსია.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მოქალაქე კი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია და შექმნილია საცობი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100