სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იცოდით, რომ ირინა სარიშვილი 6 შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა? - აი, რა კამპანიის დაწყება მოიფიქრეს მეგობრებმა, რომ ირინას და მის შვილებს სახლი ჰქონდეთ

"მოკლედ, საიდან დავიწყო არც კი ვიცი.

ირინა სარიშვილი 7 შვილის დედაა, აქედან ერთი გარდაცვლილია, მაგრამ არცერთის ბიოლოგიური მშობელი არაა.

მის ამბავში, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ სპეციალური სახლებიდან ქერა, ცუქანა და ცისფერთვალება ბავშვები კი არ მოჰყავდა, ყველაზე პრობლემურებს არჩევდა და შემდეგ ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილების ცხოვრების ხარისხი მაქსიმალურად გაეუმჯობესებინა.

ამ ყველაფრის პარალელურად, დადიოდა ბინიდან, ბინაში და ხშირად, ნაპოვნი ბინის ქირასაც ვერ იხდიდა. ზუსტად ვიცი რომ ეს ყველაფერი თქვენც იცით, მაგრამ შეგახსენეთ მხოლოდ ერთი მიზეზით.

მისმა მეგობარმა, გადაწყვეტილება მიიღო, ამ გზით შეაგროვოს თანხა, რითიც ირინა, მისი 6 შვილით შეძლებს ბინის პრობლემის მოხსნას. ჰოდა, ვისაც სურვილი გაქვთ და საშუალება, შეიტანეთ წვლილი ამ ამბავში"- ამ ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქ გევრდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება კაპმანიას, აი რას წერენ ორგანიზატორები:
"ამ კამპანიის დაწყება არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება. განსაკუთრებული წინააღმდეგობა ამ იდეას თვითონ ირინასგან შეხვდა, მაგრამ სხვა გზა და გამოსავალი აღარ რჩება. არც ბიოგრაფიული დეტალებით შეგაწყენთ თავს და არც სოციალური მდგომარეობაზე დავწრილმანდებით. ბოლო 30 წელია ეს ადამიანი ჩვენ თვალწინ ცხოვრობს და რა პოლიტიკური შეფასებაც არ უნდა გავაკეთოთ, ერთი რამ ცხადია, რომ ამ ქალს, ბევრ ჩვენთანგანზე მეტი აქვს გაღებული ამ ქვეყნისთვის.
ფაქტი ერთია, რომ შვიდ სულიანი ოჯახი, მათ შორის სამი, უნარ შეზღუდული ბავშვი, ნაქირავებ, პატარა ბინაში ცხოვრობს, რომლის შენახვაც, ფინანსურ სტრესად აწვება ისედაც ხელმოკლე ოჯახს.
მის მეგობრების წრეში გაჩნდა ამ კამპანიის იდეა, რომ დაგვეწყო ამ გზით ფონდების მოძიება, რათა შეგროვდეს ან იმდენი თანხა რომ პირველად შესატან რაოდენობას ეყოს, ან წარმატებული კამპანიის შემთხვევაში, ბინის ან თუნდაც კერძო სახლის, სადმე თბილისთან ახლოს შეძენა მოხერხედეს".

კამპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100