სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაჯა ორაშვილი: არასოდეს გაპტიებთ ერთ რამეს - ვინც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვა სახეზე

ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

დიდი მადლობა. პრიტონის დედოფალს, შხამიან ასპიტს, შავ ბარონესას, ნარკო-ბარიგას, ნაც-ქოცს, სუსის და შსს- აგენტს, მოღალატე, სამშობლოს გამყიდველი და პუტინის მონაც შეემატა.

ჯერ კიდევ დაუჯერებელია ჩემთვის რაც ხდება. ნუთი ასე არ გწამთ და არ ენდობით ადამიანებს, რომ შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით გააქროთ ყველაფერი და მოკლათ ადამიანების გულები.

უღრმესი მადლობა მათ, ვისაც ამ ისტერიის ფონზე ჩვენს ერთგულებაში ეჭვი არ შეგპარვიათ.

სხვა ვერაფერს ვიტყვი.

სრულიად ვიზირებ გულწრფელ წუხილს და კრიტიკას, არც ბოდიშებს დავიშურებ, მაგრამ არასოდეს გაპტიებთ ერთ რამეს - ვინც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვა სახეზე. იცოდე სიცოხლის ბოლომდე დაუძინებელი მტერი ვარ შენი“- წერს ნაჯა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს კლუბ ბასიანის რეზიდენტებს მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე უნდა დაეკრათ, თუმცა საზოგადოების უარყოფითი რეაქციების შემდეგ ბასიანმა მოწვევაზე უარი განაცხადა და რეზიდენტები აღარ დაუკრავენ.

ბასიანის განცხადება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100