იტალიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც

იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია.

იტალიის მეხანძრეების ეროვნული კორპუსის ხელმძღვანელის, ემანუელე ჯისის განცხადებით, ხიდიდან დაახლოებით 30 მანქანა ჩავარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 16 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

ქალაქ გენუას ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები გლოვის დღედ გამოაცხადა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა.

აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.

კომენტარი