"ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს მიმართავს

ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები მისგან დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის რეზიდენციაში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით.

"უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი ორბელიანების სასახლე, მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში. მე ისიც ვთქვი, რომ ჩემს სახლში ვიცხოვრებ. ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ასეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის" - განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი