კახეთში 31 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში 31 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. ახმეტის მერის წარმომადგენელის ზურაბ ყიზილაშვილის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში „ლიბერთი ბანკში“ მუშაობდა. ბოლოს სამსახურიდან წამოვიდა და მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

მომხდარის სხვა დედატელი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: რეგინფო

კომენტარი