სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქარელში, სოფელ სამწვერისში, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 1988 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი გუშინ მდინარე მტკვარზე თევზაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები აწარმოებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100