11 თვის ბავშვი საავადმყოფოში დანით მიყენებული ჭრილობით მოათავსეს

შემთხვევა 21 აგვისტოს სახალინის ოლქში მოხდა - 11 თვის გოგონა დანით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ადგილობრივი მედია საშუალებების ცნობით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარეობს და მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარი