სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა 19 წლის მწყემსის უდანაშაულობას ამტკიცებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს.

ვასილ მამულაშვილი ირწმუნება, რომ შეუძლებელია რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს და ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

ადვოკატის თქმით, დასტურდება, რომ რაიან სმიტს გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები, რომელიც გამორიცხულია მალხაზ კობაურის მიერ იყოს მიყენებული.

უფლებადამცვალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კობაური არ ცრუობს, როცა ამბობს, რომ რაიან სმიტს უცხო პირებმა ესროლეს და მას დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს.

ადვოკატს აღნიშნული მოსაზრების საშუალებას აძლევსმალხაზ კობაურის ფიზიკური მონაცემები“.

"დასკვნამ აჩვენა, რომ რაიან სმიტს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. გასროლა განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით, 1 მეტრიდან. რაიან სმიტს სიცოცხლეში მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება. გარკვეულმა პირმა თუ პირებმა სმიტს ჯერ დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ მას დაზიანებები აქვს სიცოცხლეში მიყენებული.

ცნობილია მალხაზ კობაურის ფიზიკური აღნაგობა და შეუძლებელია, მას ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რაიან სმიტისთვის. ექსპერტიზით დგინდება, რომ კობაური რასაც ამბობს, რომ რაია სმიტთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უცხო პირების მიერ, ამის შემდეგ დაჩოქილ მდგომარეობაში ზურგის არეში ესროლეს და დაცემის შემდეგ მოხდა საკონტროლო გასროლა, მართალია. კობაურს ამ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს", - განაცხადა მამულაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100