ინტერნეტ მედია ჯგუფის განცადება ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ

ინტერნეტ მედია ჯგუფი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია „იბერიას“ და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის მორიგი ჩახშობა.

ინტერნეტ მედია ჯგუფი, ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართ პერმანენტული ზეწოლა შეწყვიტოს.

ინტერნეტ მედია ჯგუფი მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს, მტკიცედ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე დაწყებული ზეწოლის შესახებ და ხმა მიაწვდინონ უცხოელ პარტნიორებს.

სამწუხაროდ, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ტრადიციას და ებრძვის ყველას, რომელიც მის მიმართ კრიტიკულ აზრს გააჟღერებს, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებასა და მედია-პლურალიზმს.

კომენტარი