"მე მხარდაჭერას ყველასგან ვგრძნობდი და ძალიან მაგარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ეს არის ალბათ ნამდვილი ქართველობა და გულშემატკივრობა"

მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი, ყველა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ვინც ჩემს წინააღმდეგ არის და არავისზე ნაწყენი არ ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ კაშიამ ლატვიასთან მოგებული თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მან უამრავი გულშემატკივრისგან იგრძნო მხარდაჭერა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა აღნიშნა, რომ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ აღდგენას ამ ეტაპზე მაინც არ აპირებს.

"რაც სასიამოვნოა, დღეს თამაში მოვიგეთ და ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. მე მხარდაჭერას ყველასგან ვგრძნობდი და ძალიან მაგარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ეს არის ალბათ ნამდვილი ქართველობა და ნამდვილი გულშემატკივრობა. მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი. ყველა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ვინც ჩემს წინააღმდეგ არის და არავისზე ნაწყენი არ ვარ. არავისზე ცუდს არ ვიტყვი", - განაცხადა გურამ კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ თამაშზე საქართველომ ლატვია ანგარიშით 1-0 დაამარცხა.

კომენტარი