“თეგეტა მოტორსი” აზერბაიჯანში გაფართოვებას განაგრძობს

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა, სადაც წარმოდგენილია ავტონაწილების და აქსესუარების მაღაზია და სერვის ცენტრი. ამჟამად აზერბაიჯანში თეგეტა მოტორსი უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა/დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია საბურავების, ზეთების, აკუმულატორების, ფილტრების, მსუბუქი ავტომობილების და მიკროავტობუსების სათადარიგო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანი.

ახალ ფილიალში დასაქმებული არიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქართველი წარმომადგენლები, რომლებმაც პროფესიული მომზადებათეგეტა აკადემიაშიგაიარეს და უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ სერვისს. „თეგეტა მოტორსისაღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია და მიიღოს უმაღლესი სტანდარტის მომსახურება კომფორტული გარემოში.

თეგეტა მოტორსიპირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში გახსნა. კომპანია 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტასფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

კომენტარი