სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გულში ჩაურტყამს დანა" - მამაკაცმა, რომელმაც დიღომში ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილმა თვითდაზიანება დანით გულში მიიყენა, ცხედარი კი სახლში მისმა ძმამ იპოვა.

"გულში ჩაურტაყამს დანა. ძალიან დათრგუნულები ვართ. ვერც ვიფიქრებდით მსგავს რამეს. ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სერიოზული არაფერი. ბოლო თვეებში ამბობდა დეპრესია მაქვსო, გადავიღალე ამდენი უსამართლობითო" - აცხადებს დიმიტრი ტატიშვილის ახლობელი.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა. დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის მან საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ. აი, რას ამბობდა ამის შესახებ თავად დიმიტრი ტატიშვილი: "4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო".


წყარო: primetime.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100