მოსკოვის ცენტრში ეკლესია გაქურდეს

მოსკოვის ცენტრში მდებარე პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიიდან კვირას უცნობმა პირმა 3 მილიონი რუსული რუბლი მოიპარა, – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იტყობინება.
“ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გზით შეძლო შეღწევა ეკლესიაში უცნობმა პირმა. შემთხვევა კვირას, წირვის დასრულების შემდეგ მოხდა, როცა ღვთისმსახურება დასრულებული იყო და ეკლესია – დაკეტილი. ბოროტმოქმედმა მეტალისგან დამზადებული ყუთი მოიპარა, სადაც წინამძღვრის თანაშემწის კუთვნილი 3 მილიონი რუბლი ინახებოდა. ეკლესიიდან სხვა ნივთი წაღებული არ არის”, – ამბობს “რია ნოვოსტის” წყარო სამართალდამცველი ორგანოებიდან.

კომენტარი