ტრიპოლიში იარაღის საცავი აფეთქდა

ფრანგული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ლიბიის დედაქალაქში იარაღების საცავი აფეთქდა. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, საცავში შენახული საბრძოლო მასალა გადახურდა,ამან კი ჯერ ხანძარი, შემდეგ კი აფეთქება გამოიწვია. ამ დროისათვის არ არის ცნობები დაღუპულთა შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ აფეთქებისას 8 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ფრანგული წყაროები იტყობინებიან, იარაღის საცავი ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს.

კომენტარი