ხატია სიჭინავა: როცა გაიჟღერა, რომ ყველა ჯალათი გარეთ უნდა გამოეშვა გამარჯვების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს, მივხვდი რომ სრულიად საქართველო უნდა გავიდეთ არჩევნებზე

ხატია სიჭინავა მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს და აი, რას წერს:
"ძალიან ბევრი რევოლუცია გამოვიარე 38 წლის ასაკში ! არ მინდა ჩემმა შვილებმა იგივე გამოსცადონ ! დავიღალე მე პირადად ტერორით, შიშით და მოლოდინით , რომ შენი ნათქვამის, ბიზნესის, მათთვის არასასურველი საქციელის გამო არამარტო შენ, მთელ ოჯახს დაგიმხობენ ! ვერ გეტყვით რომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელობით, თუმცა როცა გაიჟღერა რომ ყველა ჯალათი გარეთ უნდა გამოეშვა გამარჯვების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს , მივხვდი რომ , სრულიად საქართველო უნდა გავიდეთ არჩევნებზე !!! არავითარი დაბალი აქტიურობა ! ჩვენს შვილებს ვერ დავუტოვებთ 7 ნოემბერს და ბევრ მის მსგავს სისხლიან დღეებს და ღამეებს ! #მევირჩევსიმშვიდეს #მევირჩევსალომეს"

კომენტარი