სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით, საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.

"დაახლოებით 100 მეტრში სახლის ეზოში თამაშობდა 6 წლის ბავშვი, როდესაც ქვა მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა"- აცხადებენ თვითმხილველები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100