პირველი აპრილიდან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით დაისჯება

სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით - ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით დაისჯება. აღნიშნული ნორმა მომავალი წლის პირველი აპრილიდან შევა ძალაში.

ნორმის ამოქმედების ახალი თარიღი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა:

“კანონპროექტის განხილვის პროცესში დაისვა კითხვები, იყო თუ არა მზად სამართალდამცავი ორგანო შესაბამისი ტესტებითა და შემოწმების შესაბამისი პროცედურისთვის. ეს ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. იქამდე მოხდება სრულად მომზადება, მოწესრიგდება, რათა მძღოლის შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და მოესწროს მოქალაქეთა ინფორმირებულობა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

კომენტარი